აღწერა : კინოსტუდია "სანგუკომ" პოპულარული ფილმის "გასეირნება ყარაბახში" ბოლო ნაწილი გადაიღო. ამის შესახებ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღეს გადამღებმა ჯგუფმა და მსახიობებმა ბრიფინგი გამართეს.
ფილმი ქართულ კინოთეატრებში 1 მარტიდან გავა.
ამჯერად ფილმში ნაჩვენებია ომებგამოვლილი ოთხმოცდაათიანელები, ისინი, ვისაც დაკარგულ თაობად მოიხსენიებენ და პოსტრევოლუციური საქართველო, განსხვავებული მენტალიტეტი და განსხვავებული ურთიერთობები.
"ფილმი იწყება 1994 წელს და მერე გრძელდება 2011 წელს. გადაღებები დაახლოებით თვე-ნახევარი მიმდინარეობდა. კინოთეატრ "ამირანში" პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე პრესჩვენება იქნება. ფილმში არიან ახალი მსახიობებიც". - აცხადებს ფილმის პროდიუსერი გუკა რჩეულიშვილი.
ფილმის რეჟისორის, ზაზა ურუშაძის თქმით, გადაღების პროცესი ძალიან სასიამოვნო და კომფორტული იყო ამ გუნდთან ერთად.
"ბოლო გასეირნება" ფილმის მესამე და გადამღები ჯგუფის თქმით, ბოლო ნაწილია.